დავით მათიკაშვილი: ყველა საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ჩვენ მიერ იყო მიღებული ამ პერიოდში, ერთმნიშვნელოვნად ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას

„ყველა საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ჩვენ მიერ იყო მიღებული ამ პერიოდში, ერთმნიშვნელოვნად ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას“,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანმიმართული და თავაშვებული შეტევა საქართველოზე და ქართველ ხალხზე წლებია გრძელდება.

„მიზანმიმართული და თავაშვებული შეტევა საქართველოზე, ქართველ ხალხზე, რომელიც უკვე წლებია გრძელდება ყველა მიმართულებით, სურვილით, ჩვენი ქვეყანა ქართველი ხალხი აიძულონ, გააკეთოს ის, რაც მის ინტერესში – სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესში არ შედის. ფაქტობრივად, ყველაფერზე აწერენ ხელს, სრული სიცრუის ტირაჟირებაც კი მათთვის არის შესაძლებელი, ოღონდ კი სათანადო ზეწოლა და ძალმომრეობა მოახდინონ ჩვენს ერზე.

ყველა საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ჩვენ მიერ იყო მიღებული ამ პერიოდში, ერთმნიშვნელოვნად ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები