დავით მათიკაშვილი – ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გასაჯაროებულ დოკუმენტზე: “ნაცმოძრაობის” და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია

“ნაცმოძრაობის” და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა – “ფარა”, არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იმისათვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, იქნეს ჩვენი საზოგადოების მიერ გააზრებული.

“ნაცმოძრაობის” და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია, რომლის მიზანსაც ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და პროპაგანდა, მათ შორი, საგულისხმოა, რომ ეს მავნებლური BBC-ის რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა თითქოს ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ – იყო აქტიურად მხარდაჭერილი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედია საშუალების მიერ, ეს დროშიც ზუსტად ემთხვევა BBC-ის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს, ამიტომ, ცალსახაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა – “ფარა”, არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იმისათვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეერთებულ შტატებში “ნაცმოძრაობის” და მათი პატრონების მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, იქნეს ჩვენი საზოგადოების მიერ გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები მიღებული,”- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარ კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები