რა ხდება მოსკოვში გახსნილ საარჩევნო უბნებზე?- ამ დროისთვის ხმა უკრაინის 200-მდე მოქალაქემ მისცა

  უკრაინის რადას არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთში, მოსკოვში გახსნილ საარჩევნო უბანებზე არჩევანი ამ დროისთვის 200-მდე უკრაინელმა დააფიქსირა. გამოცემა „უნიანის“ ინფორმაციით,საარჩევნო კომისიის უფროსმა ვიქტორ გირჟოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნეზე სიმშვიდეა ადგილზე უსაფრთხოების ზომების დასაცავად პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე რადას არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთში ექვსი საარჩევნო უბანია გახსნილი. ხმის მიცემა ექვს ქალაქში- მოსკოვში, უკრაინის საელჩოში და უკრაინის გენერალურ საკონსულოებში როსტოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნოვგოროდში, ეკატერენბურგში, ნოვოსიბირსკში არის შესაძლებელი. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00-ზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები