სუს-ში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, შს ყოფილი მინისტრი BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით გამოიკითხა.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.