ლანჩხუთის მერმა ქვედა მამათში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად ქვედა მამათში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
,,გზის აღნიშნული მონაკვეთი სტიქიის შედეგად დაზიანდა და გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
3,5-კილომეტრიანი გზის პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 1 394 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ადგილზე ასევე გაეცნო მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძე”,- წერია ინფორმაციაში.