პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „შემოსავლების სამსახურის” საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის” მებაჟე ოფიცერს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო 1000 აშშ დოლარი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები