“რატომ ადანაშაულებს რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ხელისუფლებას რუსეთისკენ სვლაში? სხვა არაფერი შესათავაზებელი საზოგადოებისთვის მათ არ აქვთ, აბსოლუტურად არაფერი” – ანჯაფარიძე

“სხვა თემებმა ერთგვარად გადაფარეს, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკვე მერამდენედ, განაცხადა, რომ მოსკოვი იოტისოდენადაც არ აპირებს, შეცვალოს საკუთარი პოზიცია იმ მთავარ პრობლემურ საკითხზე (ცხინვალის და აფხაზეთის აღიარება), რაც, თავის მხრივ, ბუნებრივად შეუძლებელს ხდის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულფასოვან აღდგენს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება რომ რუსეთისკენ ელტვოდეს, “რასაც რადიკალური ოპოზიცია და მისი ენჯეო და ექსპერტული კლასტერი აბრალებს, ის გამონახავდა საამისოდ გზებს და რუსეთიც იმავეს იზამდა”.

“თუმცა, ვხედავთ რომ ეს არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ რუსეთი არ თვლის, რომ საქართველო მასთან ბრუნდება და დგას იმავე პოზიციაზე.

მაშინ რატომღა ადანაშაულებს მუდმივად რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთისკენ სვლაში? ჩემი ახსნა არის ის, რომ სხვა არაფერი შესათავაზებელი საზოგადოებისთვის მათ არ აქვთ, აბსოლუტურად არაფერი!”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები