“ეს ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს” – ამას ემსახურება ეს ე.წ. მეგობარი აქტი” – ვოლსკი
“ეს ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს” – ამას ემსახურება ეს ე.წ. მეგობარი აქტი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
“დაბლოკვა უმრავლესობის მიერ, რასაკვირველია, არ მოხდებოდა ისე, რომ არ იყოს ეს შეთანხმება უმრავლესობის სხვა წევრებთან. საქართველოს მხრიდან მეგობარი აქტის მომზადების პროცესში ჩართული არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ “ნაცმოძრაობას”, რომელთა ლიდერები სულ ახლახან ტრამპს და სხვა საკვანძო ფიგურებს უწოდებდნენ რუსეთის აგენტებს. ზუსტად იციან ამის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატშიც, შესაბამის სამსახურებშიც და დღეს ის ადამიანები პოზირებენ ფოტოებში ჯო უილსონთან ერთად და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მოკავშირედ წარმოადგენენ თავს. პატარა საქართველოს უტევს არა ჯანსაღი ძალა და სამწუხაროდ ეს ძალა მხარდაჭერილია ბრიუსელიდან. ვფიქრობ, ანალოგიური მხარდაჭერა აღარ ექნებათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან”, – ამბობს ვოლსკი.