გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი დამოუკიდებელი საქართველოს საქმეში ჩარევის მცდელობაა

,,ე.წ. მეგობარი აქტი დამოუკიდებელი საქართველოს საქმეში ჩარევის მცდელობაა. დარწმუნებული ვარ, ამიტომ ხდება ე.წ. მეგობარი აქტის გადადება და ასე იქნება ყოველთვის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. მეგობარ აქტში ამერიკისთვისაც არაფერი კარგი არ არის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში, საკანონმდებლო ორგანოში, არიან ის ადამიანები, ვინც რაციონალურად ფიქრობს, აზროვნებს და ხედავს, რომ ე.წ. მეგობარ აქტში არაფერი კარგი არ არის, მათ შორის არც ამერიკისთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის.

ე.წ. მეგობარი აქტი დამოუკიდებელი საქართველოს საქმეში ჩარევის მცდელობაა. დარწმუნებული ვარ, ამიტომ ხდება ე.წ. მეგობარი აქტის გადადება და ასე იქნება ყოველთვის, თუკი რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამერიკაში იქნება ამის სურვილი – ჩვენ გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობების თავიდან დაწყების შესაძლებლობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები