თენგიზ შარმანაშვილი – „მეგობარ აქტზე“: შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან დესტრუქციული ნაბიჯები უკვე აღარ იდგმება, არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რაც თავისთავად გასახარია

“შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან დესტრუქციული ნაბიჯები უკვე აღარ იდგმება, არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რაც თავისთავად გასახარია,”- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან დესტრუქციული ნაბიჯები უკვე აღარ იდგმება, არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რაც თავისთავად, გასახარია. ყველა ისეთი აქტი, რომელმაც შეიძლება, ჩვენს მომავალ ურთიერთობებს ან მათ გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს, იბლოკება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, ვინ უწყობდა ამას ხელს; ბაიდენის ადმინისტრაციამ როგორ აურია ეს ურთიერთობები აქაური „ენჯეოების“, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციების ხელითა და მეშვეობით, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და არა პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ასე რომ, ეს უნდა შეფასდეს როგორც ამერიკის პრაგმატული ნაბიჯი და არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა ისევ ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები