რუსი კოსმონავტი SpaceX-ის მისიიდან უსაფრთხოების დარღვევის ეჭვის გამო გარიცხეს
გამოცდილი რუსი კოსმონავტი ოლეგ არტემევი SpaceX-ის ასტრონავტთა მისიის, Crew-12-დან გათავისუფლებულია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, არტემევმა აშშ-ში, SpaceX-ის ბაზაზე ყოფნის დროს გადაიღო კონფიდენციალური ტექნიკური მასალა, რაც შესაძლოა, აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ნორმების დარღვევას წარმოადგენდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსული კოსმოსური სააგენტო Roscosmos-მა გადაწყვიტა, არტემევის მისია შეეცვალა, მისი ადგილი კი სხვა კოსმონავტმა, ანდრეი ფედიაევმა დაიკავა.
Crew-12-ის მისია NASA-ს და Roscosmos-ს შორის კოსმოსური ხომალდების გაცვლითი პროგრამის ნაწილია, რომლის მიხედვით ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში რუსული ხომალდით, ხოლო რუსი ასტრონავტები ამერიკული ხომალდით გაფრინდებიან.
ცნობისთვის, ოლეგ არტემევი არის გამოცდილი კოსმონავტი, რომელმაც უკვე რამდენიმე მისია წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 560-ზე მეტი დღე გაატარა.