პეტრო პოროშენკო: სინდისის ხმას მიჰყევით და არჩევანი ისე გააკეთეთ

  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არჩევნებამდე საგანგებო მიმართვა წარმოთქვა და უკრაინელ ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ფულის სანაცვლოდ დანაშაულია.
“ხმების გაცვლა ჰრივნებზე სამშობლოთი ვაჭრობას ნიშნავს, მაშინ როდესაც უკრაინის დასაცავად ათასობით ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს. სინდისის ხმას მიჰყევით და არჩევანი ისე გააკეთეთ. ხმის მიცემა ფულის სანაცვლოდ დანაშაულია არა მარტო მათი მხრიდან, ვინც მოსყიდვას ახორციელებს, არამედ მათი მხრიდანაც, ვინც ყიდის“, – განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები