საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის განხილვა დაიწყო
საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის განხილვა დაიწყო.
კერძოდ, საქმე ეხება „მტკვარი ჰესის“ პროექტს.
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს ორგანიზაციის და სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს ედავება – თავისი ფუნქციების მიმართ ზერელე დამოკიდებულებას, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმე გამოიკითხა.