ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსჯავრდებული საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა.

პოლიციამ რ.ი. მარნეულში დააკავა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები