ინდოეთის სამხრეთით, ტამილნადუს შტატში, ორი სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
„სივაგანგას რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თერთმეტი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი მანქანის წინა მხარე მთლიანად მოტყდა“, – განაცხადა შტატის პოლიციის უფროსმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
როგორც მედია წერს, ეს ტამილნადუს შტატში ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარი მეორე მასშტაბური სამგზავრო ავტობუსის ავარიაა.