ახალი კანონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ — იტალიაში ფემიციდისთვის სამუდამო პატიმრობით დაისჯებიან

იტალიის პარლამენტის დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ფემიციდის – გენდერული მოტივით ქალის მკვლელობის – ცალკე კანონად შემოღების შესახებ, რომელიც სამუდამო პატიმრობით დაისჯება.

როგორც “სიენენი” წერს, კანონი 237-ვე დეპუტატმა დაამტკიცა და მის მიღებას ოვაციებით შეხვდნენ.

ამიერიდან იტალიაში ქალის ყველა მკვლელობა, რომელიც მისი გენდერული ნიშნით არის მოტივირებული, ფემიციდად იქნება აღრიცხული. კანონის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება და მსხვერპლთა დაცვის გაძლიერება.

ეს რეგულაცია მოჰყვა ბოლო წლებში ქვეყანაში გაზრდილ პროტესტებსა და კამპანიებს ქალთა უსაფრთხოებისთვის.

ეროვნული სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს იტალიაში მოკლული 116 ქალის 90%-ზე მეტი სქესის გამო მოკლეს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფემიციდის სამართლებრივი აღიარება გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები