რუსეთმა დნეპროპეტროვსკი რაკეტით დაბომბა – არიან დაღუპულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, დღეს დილით, ქალაქ დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა,- ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადისლავ გაივანენკომ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

გაივანენკოს თქმით, დაღუპულია 4, ხოლო დაშავებულია 22-მდე ადამიანი.

დაბომბვის შედეგად, დაზიანდა ტექნიკური მომსახურების სადგური და ქარხანა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები