პროკურორის ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც ელისაშვილმა გამოიყენა, ადვილად აალებადია

“ის წინასწარ შემუშავებული გეგმით, სასამართლოს უკანა ეზოდან შემოვიდა“, – ამის შესახებ პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა ალეკო ელისაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ელისაშვილის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

“მისთვის კანონი დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს, მან სცადა სასამართლოს შენობა გადაეწვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ის წინასწარ შემუშავებული გეგმით, სასამართლოს უკანა ეზოდან შემოვიდა”, – განაცხადა პროკურომა და, როგორც მან განმარტა, ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც ელისაშვილმა გამოიყენა, ადვილად აალებადია.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები