პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ. ვ და 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები