Google-ს ვიცე-პრეზიდენტი 41 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა და რეკორდი მოხსნა (ვიდეო)

   Google-ს ვიცე-პრეზიდენტი ალან იუსტასი სტრატოსფეროდან, 41 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა და ამით ფელიქს ბაუმჰარტნერის რეკორდი გააუმჯობესა. ამ ინფორმაციას „New York Times“ ავრცელებს.
57 წლის იუსტასი სარეკორდო სიმაღლეზე ჰელიუმით დატენილი საჰაერო ბურთით ავიდა. თავისუფალი ვარდნისას იუსტასმა ბგერის ბარიერი გადალახა და საათში 1333 კილომეტრი სისწრაფე განავითარა. იუსტასის ვარდნა და მიწაზე დაშვება სულ 15 წუთი გრძელდებოდა.
მისი სიტყვებით, Google-მ შესთავაზა ნახტომის ორგანიზებისათვის ფინანსური დახმარება, მაგრამ იუსტასმა უარი განაცხადა, რათა ეს ღონისძიება სარეკლამო აქციად არ ჩათვლილიყო.
2013 წელს ფელიქს ბაუმჰარტნერმა სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ( ნახტომის სიმაღლე, დისტანცია და თავისუფალი ვარდნის სისწრაფე), როდესაც კაფსულიდან 39 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა. ამჯერად იუსტასმა ბაუმჰარტნერის სისწრაფის რეკორდის დამხობა ვერ მოახერხა – ბაუმჰარტნერის სისწრაფე საათში 1357,6 კილომეტრს შეადგენდა

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RKVpOUFyE_o” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები