„როიტერი“: რუსეთი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ იარაღს აწვდიდა

  სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტებმა დონეცკის ოლქში 2 ისეთი ტანკი აღმოაჩინეს, როგორებიც უკრაინულ არმიას არასდროს ჰყოლია, აქედან გამომდინარე, სეპარატისტების ხელში ვერც აღმოჩნდებოდა. საუბარი საბჭოური მანქანა Т-72БМ მოდიფიკაციაზეა.
ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსის ჯოსეფ დემპსის თქმით, Т-72БМ აღმოჩენა უკრაინის აღმოსავლეთით „იმ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს, რომ რუსეთი სეპარატისებს იარაღს აწვდიდა“, – რის შესახებაც უკრაინული მხარე მუდმივად აცხადებდა.
საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჟურნალისტებმა ასევე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები „კორნეტი“, რუსული წარწერით „არა გასაყიდად“ მშრალი საკვების 100-ზე მეტი შეკვრა და ივანოვოს ოლქში წარმოებული მინერალური წყლის ცარიელი ბოთლები აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები