პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები