პროკურორი – 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებზე: ჩვენი ძირითადი არგუმენტები ემყარებოდა იმას, რომ მათი მხრიდან იყო, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, მიმალვის საფრთხე

“ბრალდების მხარემ კვლავ მოითხოვა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა”, – ამის შესახებ პროკურორი, როინ ხინთიბიძე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებზე საუბრისას აცხადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების პროცესი იმართება.

“ჩვენი ძირითადი არგუმენტები ემყარებოდა იმას, რომ მათი მხრიდან იყო როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მიმალვის საფრთხე. ახალი დანაშაულის საფრთხე ეფუძნებოდა იმას, რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ უკვე დანაშაულები: ფიზიკური ზიანი პოლიციის მიმართ, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ა.შ

ამ ყველაფერზე არის ვიდეომტკიცებულებებიც, რაზეც ჩატარდა ექსპერტიზა და ამით დასტურდება, რომ ნამდვილად ისინი არიან ვიდეო ჩანაწერებზე”, – აცხადებს ხინთიბიძე.

ცნობისთვის, დღის პირველ ნახევარში სასამართლომ 54 ბრალდებულიდან 27-ის საქმე განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები