გერმანიაში დააკავეს მგზავრები, რომლებიც თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე გაეკიდნენ

გერმანიაში ორი მგზავრი დააკავეს მას შემდეგ, რაც ისინი ასაფრენ ბილიკზე დაედევნენ თვითმფრინავს, რომელზეც დროულად ვერ მოხვდნენ.

28 და 47 წლის მამაკაცები კიოლნის აეროპორტში, გერმანიიდან რუმინეთის მიმართულებით მიმავალი Wizz Air-ის თვითმფრინავში ასვლას ცდილობდნენ.

უსაფრთხოების თანამშრომლებმა ორივე პირი ადგილზე შეაჩერეს და სამართალდამცავ ორგანოებში გადაიყვანეს. მათ ბრალად წარედგინათ აეროპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევა და შეზღუდულ ზონაში უკანონო შეღწევა.

ინციდენტის შედეგად ფრენების განრიგში მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები