უკრაინა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას აშშ-ში ამ კვირაში ითხოვს
უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი ამ თვეში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს „რაც შეიძლება მალე“ იმედოვნებს, რადგან ომის დასრულების დიპლომატიური მცდელობები გრძელდება,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
უმეროვმა განაცხადა, რომ მისი გუნდი „მოუთმენლად ელის“ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებას ნოემბერში, რაც შეიძლება მალე, რათა დასრულდეს საბოლოო ნაბიჯები და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმება მიღწეულ იქნას.
უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-მა და უკრაინამ ჟენევაში წინა მოლაპარაკებებზე, ძირითად პირობებზე საერთო შეთანხმებას მიაღწიეს.
თეთრ სახლს ტრამპისა და ზელენსკის შორის შეხვედრის პერსპექტივასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასობაში, აშშ-მა დაადასტურა, რომ მისი ოფიციალური პირები აბუ-დაბიში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.