იტალიაში სასამართლომ დიზაინერები – დოლჩე და გაბანა გაამართლა
იტალიის უზენაესმა საკასაციო სასამართლომ დიზაინერები – დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა გაამართლა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე დიზაინერებს 18 -თვიანი პატიმრობა ასობით მილიონის ევროს საგადასახადო სამსახურებისგან დამალვის გამო შეუფარდეს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, საკასაციო სასამართლომ სამოდელო სახლ „Dolce & Gabbana“-ს დამფუძნებლებს, 2 მენეჯერს და დომენიკოს ძმას, ალფონსო დოლჩეს, სასჯელი მოუხსნა. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, – წერს უცხოური პრესა.