ლავროვი: სამხედრო ინსტრუქტორების ერაყში გაგზავნას არ ვაპირებთ

  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსი სამხედრო ინსტრუქტორების ერაყში გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო.
„არანაირი შეთანხმება იმის შესახებ, რომ ინფორმაციას გავცვლით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ამერიკელების მიერ შექმნილი „კოალიციის“ კონტექსტში – არ იყო, როგორც იმის შესახებ შეთანხმება არ იყო, რომ ერაყის არმიის მოსამზადებლად ჩვენ საკუთარ ინსტრუქტორებს გავაგზავნით“, – განაცხადა ლავროვმა.
მინისტრის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან ბოლო შეხვედრისას, რომელიც პარიზში 14 ოქტომბერს გაიმართა, ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და, ზოგადად, ამ რეგიონის ვითარება განიხილებოდა.
„ქერიმ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ფარგლებში თანამშრომლობა შემოგვთავაზა. მე ვუპასუხე, რომ რუსეთი ანტიტერორისტული თანამშრომლობისთვის დიდი ხანია მზადაა – ჩვენ აქტიურად ვეხმარებით რეგიონის სახელმწიფოებს, მათ შორის მათი სამხედროუნარიანობის ამაღლებაში, იმისთვის, რომ მათ ტერორისტებს და ექსტრემისტებს წინააღმდეგობა გაუწიონ“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები