ხაინდრავა – სააკაშვილის ხელისუფლებაზე: უნდა იყოს გასამართლებული, პირველ რიგში, სამშობლოს ღალატზე; მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ

“ის [სააკაშვილის] ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული, პირველ რიგში, სამშობლოს ღალატზე. მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ. იმედი მაქვს, სასამართლო ამ ყველაფერში გაერკვევა”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი რომ მომზადებული იყო, ამას ბევრი ცოდნა არ სჭირდება.

“ყოველ წელიწადს რუსეთი ატარებდა წვრთნას „კავკაზ 2005“, კავკაზ 2006“ და ა.შ. იმ წელს იყო „კავკაზ 2008“. ქედს გადაღმა ჩაატარეს და მთელი სამხედრო ნაწილი, დაქოქილი ტანკები იდგა როკის გვირაბთან. დვალეთი ჰქვია იმ დასახლებას, დვალები ცხოვრობენ. იქიდან გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ რომ სამხედრო კოლონები დგას, დაქოქილი ტანკებიო. ელოდნენ ნიშანს, რომელიც სააკაშვილმა მისცა 2007 წლის 7 აგვისტოს, ოლიმპიადის დაწყების დღეს. ის ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული პირველ რიგში სამშობლოს ღალატზე. მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ. იმედი მაქვს, სასამართლო ამ ყველაფერში გაერკვევა და თეა წულუკიანის კომისიამ ძალიან დიდი შრომა გაწია. მეც ვიყავი იქ მიწვეული და ამ ყველაფერზე ვილაპარაკე. ეს არის პირდაპირი ღალატი – 2004 წლიდან როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი მოვიდა, ნაბიჯ-ნაბიჯ 2008 წლის კონფლიქტამდე როგორ მიიყვანა სახელმწიფო“ , – განმარტა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები