“საქართველოში ვნახე ძალიან დიდი პროგრესი; ბედნიერი ვარ, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება” – საბერძნეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
“საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვიყავი და ვნახე ძალიან დიდი პროგრესი. ბედნიერი ვარ, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება”, – ამის შესახებ საბერძნეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფია ვულდებსი აცხადებს.
„გვჯერა, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმუშავებთ მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის დღევანდელ ტურბულენტურ მსოფლიოში საშინელი ომების ფონზე. როდესაც მსოფლიოში ამდენი ომია, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციის არსებობა, როგორიც შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაა. საჭიროა ადამიანები, რომლებიც მშვიდობის და კეთილდღეობისთვის იმუშავებენ“, – განაცხადა ვულდებსმა.
ცნობისთვის, საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობას გადმოიბარებს.