პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ნ.ფ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები