ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად 33 ჯარისკაცი გარდაიცვალა

 სინაის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის მიზეზი სამხედროებზე თავდასხმის გაგრძელება გახდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 33 ჯარისკაცი.
პირველად ტერაქტი ქალაქ არიშის საგუშაგოსთან მოხდა. შემთხვევას 28 სამხედრო ემსხვერპლა. ნაღმი ავტომობილზე იყო განთავსებული. ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში რამდენიმე პირმა ცეცხლი სამხედროებს გაუხსნეს. დაღუპულია 5 ჯარისკაცი. დაჭრილია რამდენიმე ათეული სამხედრო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეგვიპტის ხელისუფლებამ მომხდარში ჯიჰადისტები და ადანაშაულა და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები