დავით ნარმანიამ 10 საპატიო თბილისელი დაასახელა
დღეს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, 10 საპატიო თბილისელი დაასახელა.კახი კავსაძესთან, ანზორ ერქომაიშვილსა და გია ჭირაქაძესთან ერთად, საპატიო თბილისელის წოდება ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმაც მიიღო.
დაჯოლდოების ცერემონიალი საკრებულოს განახლებულ შენობაში გაიმართა, რომელიც საზეიმოდ დღეს გაიხსნა. საპატიო თბილისელების დასახელებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისელებს დღევანდელი დღე მიულოცა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, საკრებულოს ისტორიული შენობის გახსნას დაესწრო.