გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა პირდაპირ აღიარა, რომ მას ურჩევნია, უკრაინასა და საქართველოში ომი იყოს, ოღონდ რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის და ევროპისთვის
„კუბილიუსმა პირდაპირ აღიარა, რომ მას ურჩევნია, უკრაინასა და საქართველოში ომი იყოს, ოღონდ რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის და ევროპისთვის,“- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი სუვერენიტეტის შენარჩუნებაა.
„კუბილიუსმა თქვა, რომ რუსეთი 2-4 წელიწადში ბალტიისპირა ქვეყნებს სავარაუდოდ ომს გამოუცხადებს. პირდაპირ აღიარა, რომ მას ურჩევნია, უკრაინასა და საქართველოში ომი იყოს, ოღონდ რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის და ევროპისთვის. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიციონირება, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება.