თორნიკე ჭეიშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელს, ევრობიუროკრატიას, არ აინტერესებს რეალურად დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, ხალხის ნების განხორციელება
,,სამწუხაროდ, ბრიუსელს, ევრობიუროკრატიას, არ აინტერესებს რეალურად დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, ხალხის ნების განხორციელება”,- ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„თუ საქართველოში მათთვის [ევრობიუროკრატებისთვის] სასურველი ხელისუფლება არ მოვა, თუნდაც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ეს არის წითელი ხაზი ევროკავშირთან შესაბამისი მოლაპარაკებების განახლების კონტექსტში. სამწუხაროდ, ბრიუსელს, ევრობიუროკრატიას, არ აინტერესებს რეალურად დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, ხალხის ნების განხორციელება და ხალხის ნების განმახორციელებელი ხელისუფლების ყოფნა, არამედ უნდა, რომ ჰყავდეს თავისი მარიონეტები, რომელთაც შესაბამის დავალებებს მისცემენ, რაც უაპელაციოდ უნდა შესრულდეს“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება.