პრეზიდენტის სასახლეში ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ამასთან, კოლეგებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, შემდეგ კი პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და მოადგილე არმან ხოჟოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი და ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი.