“ევრობიუროკატიას მხოლოდ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და „დიფ სთეითის“ მართულ სხვა პირებთან დიალოგი ესმის, როგორც ქართველ ხალხთან საუბარი, რაც აბსოლუტური ტყუილია” – გორდულაძე

“ევრობიუროკატიას მხოლოდ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და „დიფ სთეითის“ მართულ სხვა პირებთან დიალოგი ესმის, როგორც ქართველ ხალხთან საუბარი, რაც აბსოლუტური ტყუილია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ერთ-ერთი ევროპული ღირებულება დიალოგია.

“რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეზეა საუბარი, ჭეშმარიტების განხილვა და კომუნიკაცია. თუმცა, ვხედავთ, რომ ახლა გარედან „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია კომუნიკაციაზე უარს აცხადებს. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია და რეალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ევრობიუროკატიას მხოლოდ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და „დიფ სთეითის“ მართულ სხვა პირებთან დიალოგი ესმის, როგორც ქართველ ხალხთან საუბარი, რაც აბსოლუტური ტყუილია. მაგალითად, როდესაც საკითხი ეხება კონკრეტულ დეტალებზე საუბარს, კანონებსა და საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას. ამაზე საუბარს ყველა გაურბის, რადგან ყველამ იცის, რომ სიმართლის წინაშე დამარცხდებიან. იციან, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებები ჭეშმარიტებაა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისია. დანარჩენი ყველაფერი აბსოლუტური დეზინფორმაცია და ტყუილია. სამწუხაროდ ამ ტყუილის ტირაჟირება ახლა ევრობიუროკრატიას ევროპულ ღირებულებად მიაჩნია. ამიტომაც ვამბობთ, რომ ახლა ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიაში და გარედან მართულ პირებში აღარ არსებობს არავითარი ევროპული საფუძველი“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები