ისრაელის საელჩო: მადლობა მაკა ბოჭორიშვილს ღაზის საზღვრისპირა დასახლებებში ვიზიტისთვის, სადაც საკუთარი თვალით იხილა „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკე

საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ ისრაელში ნირ ოზის კიბუცის და ნოვა ფესტივალის ტერიტორიის მონახულებას ეხმაურება.

„რეალობას ვერაფერი განახებს იმაზე უკეთ, ვიდრე საკუთარი თვალით ნახვაა. მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ღაზის საზღვრისპირა დასახლებებში ვიზიტისთვის, სადაც მან საკუთარი თვალით იხილა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკე“, – წერს საქართველოში ისრაელის საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები