ირაკლი ჭეიშვილი – კუბილიუსის განცხადებაზე: ითხოვდე საქართველოში კანონების შეცვლას, ხელისუფლების შეცვლას, რიგგარეშე არჩევნებს და, ამის ფონზე, ამბობდე, რომ მოხდება ევროკავშირის გაფართოება – ეს არის არასწორი

“შენ ითხოვდე საქართველოში კანონების შეცვლას, ხელისუფლების შეცვლას, რიგგარეშე არჩევნებს და, ამის ფონზე, ამბობდე, რომ მოხდება ევროკავშირის გაფართოება – ეს არის არასწორი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ანდრიუს კუბილიუსის განცხადება შეაფასა.

“შენ ითხოვდე საქართველოში კანონების შეცვლას, ხელისუფლების შეცვლას, რიგგარეშე არჩევნებს და, ამის ფონზე, ამბობდე, რომ მოხდება გაფართოება ევროკავშირის – ეს არის არასწორი, ხელის გადაგრეხის პრინციპი და შანტაჟი, ის, რასაც დღემდე აკეთებს წლების განმავლობაში ბრიუსელი. არ უნდა ატყუებდე საზოგადოებას და პატივს უნდა სცემდე ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და შესძინა ლეგიტიმაცია,” – აღნიშნა ჭეიშვილმა.

“საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ზოგიერთი ოლიგარქი, ან როგორც შეგვიძლია ვუწოდოთ მათ, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ მესიჯებს: დაივიწყეთ გაფართოების შესახებ, რადგან ეს საერთოდ არ მოხდება. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მკაფიო არგუმენტი, მტკიცებულება მოვიყვანოთ, რომ გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება,” – განაცხადა,ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები