„ევროკომისიას სურს, წარმოაჩინოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ქვეყანაში მოსახლეობის ინტერესებს იცავს” – ანდრაშ ლასლო
„ევროკომისიას სურს, წარმოაჩინოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ქვეყანაში მოსახლეობის ინტერესებს იცავს, ფაქტი კი ისაა, რომ რეალურად იმ პოლიტიკური პარტიის წევრები არიან ხალხის ინტერესების წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებმა არჩევნების გზით აირჩეს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრაშ ლასლო აცხადებს.
ლასლო გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.
“არასამთავრობოები, კანონის უზენაესობა, ლგბტ, მიგრაცია თუ სხვა საკითხი ყოველთვის გამოიყენება იმ პოლიტიკის გადასაფარად, რომლის გატარება სურს ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ სახელმწიფოებში.
ევროპარლამენტში პატრიოტების ჯგუფმა არაერთხელ მოითხოვა ფონდების გამჭვირვალობა ევროკომისიიდან გასული ფინანსების. ნაწილობრივ ამ მცდელობას შედეგები ჰქონდა, რადგან გამოქვეყნდა რა თანხას იღებენ არასამთავრობოები ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, გამჭვირვალობის პრაქტიკა უნდა დაინერგოს. რეგულარულად უნდა გვქონდეს განახლებადი ინფორმაცია, თუ რაზე, როგორ და სად იხარჯება ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული და აქ განსაკუთრებული აქცენტები კეთდება „ენჯეოებზე“.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი კორუფციული სკანდალი გვქონდა ევროპარლამენტში. ბრიუსელში და ეს ხდებოდა არასამთავრობოების ჩართულობით. ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და აუცილებელი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით გაკეთებულ არჩევანს პატივი ვცეთ“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.