მარიამ ლაშხი: ოთხ წელიწადში ერთხელ მას, ვინც არარეზიდენტია და სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლოში ჩამოვიდეს და აქ დამოუკიდებლად, ფარულობის დაცვით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა
,,გეოპოლიტიკურ ჭრილში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-სა და ევროპაშიც საუბარი არის გარე ჩარევებზე”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის არჩევანის თავისუფლება
„ეს არის კონსტიტუციის 24-ე მუხლი, როდესაც არჩევანის თავისუფლება უნდა დავიცვათ. სწორედ ეს იყო განმაპირობებელი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების. ოთხ წელიწადში ერთხელ მას, ვინც არარეზიდენტია და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლოში ჩამოვიდეს და აქ დამოუკიდებლად, ფარულობის დაცვით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.