“მოხარულები ვართ, რომ წელს კიდევ 12-მა ამერიკელმა მოხალისემ დადო ფიცი, შემდეგი 10 თვის განმავლობაში იმსახუროს საქართველოში და დაეხმაროს პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებაში” – აშშ-ის საელჩო

“თითქმის 25 წელია, რაც მშვიდობის კორპუსის მოხალისეები საქართველოში მსახურობენ და ხელს უწყობენ ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის ურთიერთობების გაძლიერებას”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“მოხარულები ვართ, რომ წელს კიდევ 12-მა ამერიკელმა მოხალისემ დადო ფიცი, შემდეგი 10 თვის განმავლობაში იმსახუროს საქართველოში და დაეხმაროს პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებაში.

2001 წლიდან დღემდე, საქართველოში მშვიდობის კორპუსის 1 000-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მათ მასპინძელ ოჯახებსა და ქალაქებში”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები