გიორგი ვოლსკი – მარტა კოსის განცხადებაზე: თუ არ იციან, როგორ განახორციელონ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თანხის გადაცემა, ეს ძალიან ადვილია, უნდა ვიცოდეთ, რა თანხა შემოდის და რა პროგრამებს ხმარდება

“თუ არ იციან, როგორ განახორციელონ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თანხის გადაცემა, ეს ძალიან ადვილია, ელემენტარულია, უნდა ვიცოდეთ, რა თანხა შემოდის და რა პროგრამებს ხმარდება,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

“მოულოდნელი იყო ასეთი აღიარება, რომ აპირებენ ფულის შავი გზით შემოტანას. თუ არ იციან, როგორ განახორციელონ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თანხის გადაცემა, ეს ძალიან ადვილია, ელემენტარულია, უნდა ვიცოდეთ, რა თანხა შემოდის და რა პროგრამებს ხმარდება. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს თანხა არ წავა რუსთაველზე ცეცხლის ასანთებად, პოლიციელების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, რომელიც საქართველოს დანგრევას და მიწასთან გასწორებას უქადის,” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროკომისარმა თქვა, რომ “საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს და ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ისინი არ დაზიანდნენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები