თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომელიც საარჩევნო ყუთთან მივა, არ უნდა განიცდიდეს უცხო ქვეყნისა და უცხო ძალების ზემოქმედებას

„საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომელიც საარჩევნო ყუთთან მივა, არ უნდა განიცდიდეს უცხო ქვეყნისა და უცხო ძალების ზემოქმედებას,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოწყვლადია ის ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს და მასზე გავლენის მოხდენა უცხო ქვეყანას შეუძლია.

„კარგად გესმით, რომ ხმების ის რაოდენობა არ არის, რომელიც ოპოზიციას რომ ჰქონოდა, რაიმე სურათს შეცვლიდა. საუბარია პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ არჩევანი გაცნობიერებული უნდა იყოს. ანუ, ვინც საარჩევნო ყუთთან მიდის, ნათლად უნდა იცოდეს, ხმას რატომ და რისთვის აძლევს. მასზე კი, ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეთ უცხო ძალებს და უცხო სახელმწიფოს, რომლის იურისდიქციაშიც იმყოფებიან. საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომელიც საარჩევნო ყუთთან მივა, არ უნდა განიცდიდეს უცხო ქვეყნისა და უცხო ძალების ზემოქმედებას. მან საკუთარი გადაწყვეტილება თავისუფალ გარემოში უნდა მიიღოს. ოპოზიციას ასივე პროცენტი რომ დავუწეროთ, თუ სურათს რადიკალურად შეცვლის, შემდეგ ვისაუბროთ. მოწყვლადია ის ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს და მასზე გავლენის მოხდენა უცხო ქვეყანას შეუძლია. მსოფლიოში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ბაღდათში, ყუთში ბიულეტენი თუ ჩააგდო, ამას ლონდონში როგორ გაიგებენ? – შეუძლებელია დადგენა, ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში როგორ მოიქცა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები