მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხებზე.

კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები