ირაკლი კობახიძე: როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ

როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა და პოლიტიკური სისტემა თავს დააღწევს ჩაკეტილ წრეს.

„აქამდე ხელოვნურად გვატრიალებდნენ ამ ჩაკეტილ წრეზე – მთელი ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, თავსმოხვეული კოჰაბიტაცია, შემდეგ ამ პროცესების გაგრძელება, ამ ჩაკეტილ წრეს უნდა დააღწიოს თავი ჩვენმა სახელმწიფომ და მისმა პოლიტიკურმა სისტემამ. როგორც კი ეს მარგინალური ძალები, რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, ეს საზოგადოების მოთხოვნა და მოთხოვნილებაც არის, რომ ბუნებრივად საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ. საზოგადოება წარმოშობს ამ ყველაფერს. საზოგადოება არის ძალიან გაჯანსაღებული, ამ 35 წლის მანძილზე უამრავი გამოცდილება შეიძინა და ასეთ პირობებში საზოგადოებას არ გაუჭირდება, საკუთარი წიაღიდან შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. უბრალოდ ამის საშუალება არ არსებობდა აქამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხელოვნურად ჩაგვტოვეს ამ ჩაკეტილ წრეზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები