პრემიერი: საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

დადეს კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა, კონკრეტულად, 2024 წლის 27 ივნისს, ანუ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის შეჩერებაზე ევროკავშირის ელჩის მიერ 2024 წლის ივნისში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ევროკავშირის ელჩი ხშირად იმეორებდა იმას, რომ შეჩერებული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რა დოკუმენტიც დაიდო, ეს არის ამის დამატებითი წერილობითი მტკიცებულება.

„საჯარო განცხადება შედარებით სუსტ მტკიცებულებად ითვლება და ახლა დადეს უკვე კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა კონკრეტულად 2024 წლის 27 ივნისს. ყველაფერი ხომ ნათელია. მერე გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს. ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ. დღეს ყველამ იცის, რომ სწორედ, არაფორმალური გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა ევროპულ სტრუქტურებს და კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებსაც. ერთი ორი გამონაკლისია – უნგრეთი, სლოვაკეთი. ამის შესახებ ყველამ იცის. დანარჩენი, თავიდან ბოლომდე, არაფორმალურად იმართება ევროპული სტრუქტურები იმ მსხვილი კორპორატიული ინტერესების მხრიდან, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ უკვე ძალიან კარგად იცის. არის მსხვილი ოლიგარქიული, კორპორატიული გავლენები და, სწორედ, ასე იმართება დღეს ევროპული ბიუროკრატია. საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები