პრემიერი – ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე: ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის
ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ გზავნილებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში – ეს არ გამოვა.
„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიუღიათ წარსულში, არ მგონია, რომ ასეთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღონ, ვნახოთ. მუდმივად ცდილობენ, დააშანტაჟონ საქართველოს მოსახლეობა. ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, უფრო სწორად ის არაფორმალური მმართველები, რომლებიც დგანან მათ უკან, ქართველ ხალხს იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის ეს მიდგომა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ამიტომ მე მგონია, რომ უფრო მეტად პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ჩინოვნიკები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.