დავით მათიკაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია
,,ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით ,,ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო პრაქტიკას სრულად შეესაბამება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, საარჩევნო ყუთთან როდესაც მიდის ადამიანი, არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საკმაოდ რთულია შესაბამისი გარე ჩარევების, იქ არსებული საინფორმაციო საშუალებების ლიმიტირებული წარმოდგენის, რეალობის შეგრძნების არ არსებობის გამო. ამიტომაც იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად შეესაბამება როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო პრაქტიკას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი წლის ბოლომდე „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების – უცხოეთში მყოფი პირების – არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.