შვეიცარიის ეკლესია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა ადამიანებს “ციფრულ იესოსთან” ურთიერთობა შეეძლოთ

შვეიცარიაში, ლუცერნის წმინდა პეტრეს ეკლესიამ ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტს იყენებს, რათა სტუმრებს “ციფრულ იესოსთან” კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეთ.

ინსტალაცია, სახელწოდებით „Deus in Machina“, შეიქმნა ადგილობრივი უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობით, რათა შესწავლილიყო, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები ხელოვნურ ინტელექტთან სულიერ კონტექსტში.

პროექტის ფარგლებში ტაძარში დამონტაჟებულია ეკრანი, რომელზეც AI-ავატარი იესოს სახით რეალურ დროში პასუხობს დამსწრეთა კითხვებს. ვიზიტორებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კითხვები 100-ზე მეტ ენაზე დასვან. პასუხები თეოლოგიური ტექსტებისა და რეალურ დროში ალგორითმების საფუძველზე გენერირდება.

ეკლესიის წარმომადგენლების თქმით, AI-სერვისი არ ცვლის სამღვდელოებას და არ ასრულებს საკრამენტულ ფუნქციებს. მათი განმარტებით, პროექტი არის „სულიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გადაკვეთის ექსპერიმენტი“, რომელიც შეზღუდული დროით იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები