აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინიდა გიორგის სახელობის ტაძარს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, ალიონა ჩხოტუამ და ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევანმა (ჯანაშია) თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დოკუმენტი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებას, ასევე საერთო ინტერესის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების კოორდინირებულად გადაწყვეტას ითვალისწინებს.
შეხვედრის ფარგლებში, ალიონა ჩხოტუამ, დეკანოზს, სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, მათ შორის ახალგაზრდებზე, არაფორმალურ განათლებასა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერაზე მიმართული პროექტები გააცნო.
დეკანოზმა, ლევანმა (ჯანაშია) მინისტრს, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.